შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის ელჩს გეორგე ლეუკას შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა გეორგე ლეუკას შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის, როგორც რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სადაც მომზადებას სხვა ქვეყნების სამართალდამცველებიც გაივლიან.
უახლოეს მომავალში თბილისს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.