შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პრევენციისა და დაგეგმვის განყოფილების უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ მელქაძეს „სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ICDO)მიანიჭა სამოქალაქო თავდაცვის რაინდის წოდება და დააჯილდოვა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მედლით. რაინდის წოდების სერთიფიკატი და მედალი ბატონ თეიმურაზ მელქაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა.
დეპარტამენტის დირექტორმა თანამშრომლებს ასევე გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჯილდოები: სამკერდე ნიშნები „უმწიკლო სამსახურისათვის“ და „მადლობის სიგელები“.