აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ, 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა საუბარი.
კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, UNICEF-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იზოლატორებში მოთავსებული არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა.
გარდა ამისა, ანგარიშში პოზიტიურად ფასდება 2018 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა იზოლატორების პერსონალის ინტენსიური გადამზადება მოთავსებულ პირთა დაზიანებების აღრიცხვის საკითხებზე, ასევე იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება და 4 იზოლატორში, სამედიცინო დანაყოფის ჩამოყალიბება.