შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა ამბროლაურში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სააგენტოს თანამშრომლები თბილისიდან.
მეხანძრე–მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულის სიმაღლიდან დაშვების, ასევე, მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ხანძრის ქრობის იმიტირებული ჩვენება გამართეს.
სწავლების მიზანი იყო, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების შექმნა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში მათი აქტიური ჩართვა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება.