სტიქიით დაზარალებულ ზონებში დღეს გამთენიისას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა და თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 470 მეხანძე-მაშველი. ვერეს ხეობის მთელ პერიმეტრზე გრძელდება, როგორც ტერიტორიის გაწმენდითი, ასევე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.