შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.