შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ალექსი ბატიაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, პირადი შემადგენლობისთვის სიტყვით მიმართვისა და მილოცვის შემდეგ, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და ეკიპირება დაათვალიერა. ვახტანგ გომელაურმა თავდაცვის ძალების დღე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად მიულოცა.