საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა დასრულდა.
ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, სადაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.
ვახტანგ გომელაურმა სხდომის დასასრულს, დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.