2014 წლის 28–29 მარტს პოლიციის აკადემიაში მიმდინარეობს ტრეინინგი ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ–გამომძიებლებმა და პროკურორებმა.
ტრეინინგზე განიხილა ისეთი საკითხები როგორიცაა: სახელმწიფოში გატარებული ღონისძიებები ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში, სამართალდამცავთა როლი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შესაძლებლობები და საფრთხეები, ტრეფიკინგის დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილებისა და ტრეფიკინის მსხვერპლთა მოპყრობის სტანდარტები, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის საქმიანობა და სერვისები და ა.შ.