თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის - „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ა.ტ. დააკავეს.
დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43 T 23/2005 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.
ამჟამად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.