თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, 3 და 29 მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ითვალისწინებს.
ამჟამად, ე.ნ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.