შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი უტარდებათ. სწავლება თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობს და მას ამავე სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების განმავლობაში ეუფლებიან მთიან რელიეფზე გადაადგილების მარშრუტის შერჩევისა და დაგეგმვის ტექნიკას, დაბრკოლებების, მდინარეების გადალახვას, გადარჩენისა და ევაკუაციის მეთოდებს.
სასწავლო კურსის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფიზიკური მომზადების და სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.