შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და დეპარტამენტის დროშა აკურთხა.
სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას და დროშის კურთხევის ცერემონიას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საბრძოლო შემადგენლობა და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.