შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რეგიონული ბაზები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილების ბაზას ეწვია.
მინისტრის მოადგილე აღნიშნული ბაზის გარე და შიდა პერიმეტრზე ახლადდამონტაჟებული, ანალიტიკური ფუნქციით აღჭურვილი, ციფრული სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისა და სამორიგეო ოთახში განთავსებული კამერების მონიტორინგის სისტემის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სამეთვალყურეო სისტემა ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის გარეშე პირების შეჭრისგან სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემა ბაზის უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.