შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის ავტომრბოლელთა გუნდმა ქალაქ ბათუმში „თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯთოუნის“ რიგით მე-10 ავტორბოლაში მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრში MIA Force-ის სპორტსმენებმა დათა ქაჯაიამ და კონსტანტინე კოლიაშვილმა ლეგენდის ტიპის ავტომობილებით იასპარეზეს. შეჯიბრი ოთხ ეტაპად ჩატარდა სადაც სულ 65 ავტომრბოლელი იღებდა მონაწილეობას. დათა ქაჯაიამ სამი ეტაპი წარმატებით გაიარა და სუპერფინალში მეორე და მესამე ტურში გამარჯვებულ 8 ავტომრბოლელს შეეჯიბრა, მიუხედავად დაძაბული ფინალური გამოსვლისა Bridgestone Black SeaCup-ის 2014 წლის გამარჯვებული MIA Force-ის სპორტსმენი დათა ქაჯაია გახდა.
რბოლაში მონაწილეობას პროფესიონალ ავტომრბოლელებთან ერთად სპეციალური ლიცენზიის არმქონე მოყვარულებიც იღებდნენ.
შეჯიბრი ქალაქ ბათუმის მერიის პატრონაჟით გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.