შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ბიძინა ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 68 ამპულა ნარკოტიკული საშუალება მორფინი ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).