შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები. გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენებელი პარაკლისი მამა ანდრიამ აღავლინა.