31 იანვარს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ბოლო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს და მოიწონეს პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
როგორც აღმოჩნდა, არსებული ვიდეომასალის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს, მათ პარტიულ ხელმძღვანელებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე, მათი შეხვედრის ადგილებს, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს და ხასიათდებოდა უპრეცედენტო მასშტაბებით.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს სისტემური დანაშაულის არსებობის ნიშნებზე.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასალის დიდი ნაწილი გამოძიების დაწყების მიზნით გადაიგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს, ასევე, დაზიანებული მასალა დაექვემდებარა დაუყოვნებლივ განადგურებას.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის საქმიანობის საბოლოო ანგარიში
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება
სხდომის ოქმი
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილება
აქტი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალის განადგურების შესახებ
დანართი N3
დანართი N4