შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ს ელჩი საქართველოში - იან კელი, აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი - რაიან ქენიგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი - ჰაიკე რენატე ფაიჩი, შვედეთის ელჩი - მარტინა ქვიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - ჯირი პრეცლიკი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - ნატაშა ეპიმოფი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი - კრის გოფი, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - დოროტა დლოუჩი-სულიგა, იტალიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ესტონეთის და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებული ფაქტობრივი გარემოებები გააცნეს.