შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, რადიაციული და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა საველე სიმულაციური ვარჯიში ჩაატარეს. ღონისძიება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ,,DTRA”-ს ეგიდით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზება ბატელის მემორიალური ინსტიტუტის ,, CH2M Hill”-ის წარმომადგენლებმა გაუწიეს. აღნიშნული სწავლება იალღუჯას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და მისი მიზანი იყო ბიოლოგიური ინციდენტის დროს, საქართველოს ,,ქბრბ“ ინციდენტებზე ეროვნული რეაგირების გუნდის გადამზადება და აღჭურვა. სააგენტოს თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას არსებული ინციდენტის დროს ყველა საჭირო სამაშველო ღონისძიება აჩვენეს,ასევე, მოხდა დაზარალებულების შენობიდან უვნებლად გამოყვანა და სასწრაფო დახმარების საშუალებით მათი სტაციონარში განთავსება. საველე სწავლებაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, ჩართულები იყვნენ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.