საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამის (PPRD East) ეგიდით გამართულ მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციასა და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიშში მონაწილეობენ.
ღონისძებაში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსიის და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას. კონფერენცია და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება და 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
PPRD East-ის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეებს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენენ და პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამოქალაქო თავდაცვის პრინციპებს გააცნობენ. სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში კატასტროფების და კრიზისული სიტუაციების დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი გეგმის შექმნას და კომუნიკაციის პრინციპების შემუშავებას ისახავს მიზნად, რაც საგანგებო სიტუციის დროს კონკრეტული ამოცანების და ოპერაციების გადაჭრას გაამარტივებს.