შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად იტალიის რესპუბლიკის ინტერპოლის მეკავშირე ოფიცერ ლორენზო ლებინის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს, განიხილეს როგორც ოპერატიული, ისე არაოპერატიული თანამშრომლობის ფორმები და სამომავლო გეგმები. იტალიის რესპუბლიკის ინტერპოლის მეკავშირე ოფიცერი ინტერპოლის სამეკავშირეო ოფისში, ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში არის ბაზირებული.