შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მახარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე სტუმრები სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს დეტალურად გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ.