შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის“ წარმომადგენლებთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლის ბილეთები შეიძინეს, რითაც აღნიშნულ აქციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში მაქსიმალურად ინტეგრირებას ისახავდა მიზნად. შემოსული თანხით დახმარება გაეწევა 3 წლის ბავშვს, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.