შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტაქტიკისა და ტოპოგრაფიული მომზადების პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.
სწავლება თეორიულ ტოპოგრაფიულ მომზადებას, GPS ნავიგატორის პრაქტიკულ გამოყენებას და საველე ტაქტიკურ ვარჯიშებს, ასევე, ბანაკის მოწყობასა და ღამის პატრულირებას მოიცავდა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდება. მსგავსი სწავლებები მიზნად ისახავს, როგორც დეპარტამენტის თანამშრომლების თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე, პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარებას, რაც სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.