შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შსს-ს აკადემიის ხელშეწყობით ჩატარდა სწავლება საკითხებზე – „კანონი პოლიციის შესახებ და კონფლიქტის მენეჯმენტი, ფსიქოლოგიური ასპექტები, პოლიციის ეთიკის კოდექსი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ცალკეული დანაყოფების საქმიანობა“.
სწავლებების მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, როგორც სტრესული სიტუაციებისთვის, ასევე, მათი ქცევის ზოგადი წესებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება.
აღნიშნული სახის სწავლებები სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის რეგულარულად ტარდება.