შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ქალაქ თბილისში გამართულ, ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატის სუპერფინალში წარმატებით იასპარეზა და 125 კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა ძალოსანმა სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში მიიღო მონაწილეობა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა წოლჭიმში – 180კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში – 260 კგ დასძლია.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.