შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭაბაშვილმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში სისხლი გაიღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპერტამენტი რეგულარულად იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.
აქციაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.