შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 400-მდე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 100-მდე და ამავე ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, სისხლი გაიღეს.
აქციაში ჩაერთნენ სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ზურაბიშვილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და მომავალშიც გააგრძელებენ, რათა დახმარება გაუწიონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და შემცირდეს სისხლის დეფიციტი.