შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სისტემატურად ეხმარებიან.
აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს.