შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრეები ვალერი ვაჭრიძე, არსენ ყარაგვეზაშვილი და ხვიჩა ქოქუაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 10-15 ნოემბერს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მესაზღვრე სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებას მიაღწიეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. მსოფლიო ჩემპიონები: ვალერი ვაჭრიძე (57 კგ წონით კატეგორიაში), არსენ ყარაგვეზაშვილი (71 კგ), ხვიჩა ქოქუაშვილი (86 კგ). ვერცხლის მედალოსანი: ლევან წიკლაური (60 კგ), ბრინჯაოს მედალოსანი: დავით ქადაგიძე (75 კგ). სპორტსმენები დედოფლისწაროში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) თანამშრომლის, თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ, ნაკრებ გუნდში რაიონის სხვა სპორტსმენებიც ირიცხებიან, რომლებმაც ასევე ასახელეს საქართველო და მსოფლიო კიკბოქსინგის ფორუმზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ვერცხლის მედალოსნები: გიორგი წიკლაური (63,5 კგ), შალვა ხოსიტაშვილი (67 კგ). ბრინჯაოს მედალოსანი ჭაბუკებში: ნუგზარ ყარაგვეზაშვილი (63,5 კგ).