შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სსკს სარფი) თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული მოჰამმედ-აბდულლაჰ-ფარუკი რ. და 1984 წელს დაბადებული მდ ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ამხილეს.
აღნიშნულმა პირებმა საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).