შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.