შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კასპში, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ე.წ. „ზებრა“-გადასასვლელი მოხატეს, მძღოლებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა გადასცეს და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.
აქციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პოლიციელებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.