28 სექტემბერს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. რუსთავი) თანამშრომლებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის სკოლის, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები სამაშველო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს შენობა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს, ასევე, პრაქტიკულ სამუშაობეშიც მიაღებინეს მონაწილეობა.
აღნიშნული ვიზიტი, შსს-ს სააგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერითა და „სიქას“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ორგანიზებით განხორციელდა (სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში).
მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება და მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეებიის ცნობიერების ამაღლება, კერძოდ, იმის სწავლება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების დროს, რა შემთხვევაში შეიძლება მიმართონ მათ დახმარებისთვის სააგენტოს და როგორ ისარგებლონ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მომსახურებით.