შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“.
პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, კოდის, ქუთაისის, ოზურგეთისა და დაბა ჩაქვის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ.
მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის და ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს.
შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.