22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიფეხბურთში შიდაუწყებრივი ჩემპიონატი დაიწყო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის გუნდს - „შავნაბადას“ დაუპირისპირდა. სააგენტოს თანამშრომლებმა მოწინააღმდეგეებს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს და მატჩი ანგარიშით 2:1 დაასრულეს.
ჩემპიონატში, რომელიც 20 მაისს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება, შსს-ს 27 დანაყოფი იღებს მონაწილეობას. შსს-ს სპორტული ტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შორის პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.