შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით ლიტვასა და ბელარუსს ეწვია. დელეგაციას სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
ვილნიუსში გამართული შეხვედრისას, სააგენტოს დირექტორმა და ლიტვის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა გენერალ-მაიორმა რემიგიუს ბანიულისმა საქართველოსა და ლიტვაში საგანგებო სიტუაციების საკითხებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ბელარუსში ვიზიტისას, ზვიად ქაწაშვილს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ვაშჩენკომ უმასპინძლა. ქართული დელეგაციის წევრებმა ბელარუსის რესპუბლიკის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მოინახულეს, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის და რეაგირების ცენტრს ეწვივნენ და სააგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების მოდელს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა ქართულ დელეგაციათან ერთად მოინახულა ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის შსს სახანძრო სამაშველო დეპარტამენტი, ქ. კაუნასის რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამმართველო (N5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დათვალიერება), ქ. ტრაკაის სახანძრო-სამაშველო სამსახური. სტუმრები, ასევე, ქ. კლაიპედას სახანძრო-სამაშველო სამმართველოს საქმიანობას გაეცნენ.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განხილეს: საგანგებო სიტუაციების სამსახურების ტერიტორიულ დანაყოფებს შორის თანამშრომლობა, სახანძრო უსაფრთხოების საზედამხედველო-პროფილაქტიკური საქმიანობაში გამოცდილების გაზიარება, ობიექტებისა და ტერიტორიების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების სრულყოფა, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველი სპეციალისტების გადამზადება.