შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. მისი მშენებლობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.
ახალი ადმინისტრაციული შენობა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ გახსნეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ახლადგახსნილი ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა პროფესიული დონის ამაღლებას და სასწავლო ტრენინგების დაგეგმვის პროცესს. ახალი სასწავლო ცენტრი მრავალფუნქციურია. მომავალში ცენტრში საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით იგეგმება, როგორც საერთაშორისო წვრთნებისა და კონფერენციების ჩატარება, ასევე, რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა გადამზადება.