შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
აღნიშნული აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასა და წყლის რესურსების გაფრთხილებასთან დაკავშირებით.