შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ სტუდენტებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს და მისი მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ერთობლივი პროგრამების, კონფერენციებისა და სემინარების დაგეგმვა და განხორციელება, რაც სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის და სტუდენტების პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს შსს-ში სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხები.