აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (ევრაზია) 2016 წელს პროექტების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს მადლობის სიგელი გადასცა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მჭიდროდ თანამშრომლობს სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ერთობლივი პროექტები ითვალისწინებს შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტექნიკურ აღჭურვასა და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესებას, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით.