საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ბელარუსის რესპუბლიკაში გიორგი მოდებაძე ბელარუსის შსს-ს სპეციალური მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოვება ბელარუსის შსს-ს ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, რომელსაც ასევე გადაეცა საპატიო სიგელი ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.