შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ქობულეთის მე-3, მე-6 და ჩაქვის 1-ელ საჯარო სკოლებში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. იმიტირებული სახანძრო-სამაშველო ოპერაციისას, მაშველებმა შენობიდან დაშავებულები გამოიყვანეს, მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს. მეხანძრე-მაშველებმა სკოლის პერსონალს დეტალურად გააცნეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მსგავსი სწავლება კიდევ რამდენიმე სკოლაში ჩაატარეს. სიმულაციური წვრთნების მიზანია მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის კატასტროფების რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარება, საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.