შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფმის ჩატარებულის რამდენიმესაათიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად პოლონეთის რესპუბლიკის ალპინისტები თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს.
„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თეთნულდის მთაზე იმყოფება 5 პოლონელი მთამსვლელი. ერთ-ერთი ქალბატონი კლდის ფერდობის კულუარში დაშვებისას საყრდენიდან მოწყდა. დაახლოებით 15-20 მეტრზე ვარდნის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. პოლონელი ალპინისტების მიერ გადაცემული გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით დადგინდა, რომ მთამსვლელები თეთნულდის მწვერვალზე იმყოფებოდნენ. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა შემთხვევის ადგილზე და 6 საათიანი ძიების შემდეგ მთამსვლელები იპოვეს.
შსს-ს სამთო-სამაშველო ჯგუფმა თეთნულდის კულუარიდან გამოიყვანა დაშავებული ქალბატონი, რომელიც ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. დაშავებული სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.