შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთის რაიონში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“- ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარეების - რიონისა და ყვირილას შესართავთან, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. წყლის დონის მომატების გამო, ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც სამაშველო ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.