შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში, ძლიერი, უხვის ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს.
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შემოსულ 60-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს მყისიერი რეაგირება.
მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს, შსს-ს მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.