შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ ბათუმში ხოფის ბაზრობაზე გაჩდა ხანძარი. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახანძრო ეკიპაჟები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფი.
იმის გამო,რომ ცეცხლი პიროტექნიკის საწყობებს ეკიდა, ვერ ხერხდებოდა ხანძრის ლოკალიზება. საჭირო გახდა დამატებითი ძალის გამოძახება ხელვაჩაურის და ქობულეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურებიდან. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ბათუმის ტერმინალის, ბათუმის აეროპორტის სახანძრო და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით ერთობლოივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ მისი საბოლოო ლიკვიდირება შეძლეს. დაიწვა დაალოებით 600 კვ.მ. სავაჭრო კონტეინერები და ამ კონტეინერებში არსებული საქონელი. ხანძრის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული გადაყვანილია სტაციონარში.