შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ქუჩები და ეზოები დაიტბორა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ სტიქიის ზონაში. მაშველები ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
სტიქიის ზონიდან სააგენტოში, დახმარების თხოვნით, ამ დრომდე, 90-მდე ზარი შევიდა, რომლებზეც რეაგირება ოპერატიულად მოხდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.