საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი საქართველოში ლატვიის ელჩს, ქალბატონ ელიტა გაველეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, მიმდინარე საკითხები და საქართველოსა და ლატვიას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.